თსა EAIE კონფერენციაზე

თსა EAIE კონფერენციაზე

🗓️ 2024-09-25

თსა-მ საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ტულუზამ (საფრანგეთი) უმასპინძლა,  სადაც 7300 მონაწილემ 110 ქვეყნის 900-ზე მეტი ორგანიზაციიდან განიხილა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის აქტუალური საკითხები, უახლესი ტენდენციები და განვითარების მიმართულებები.  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი სტენდი.

მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ასევე, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად სთავაზობდნენ კოლეგებს პარტნიორობასა და თანამშრომლობას განათლების სხვადასხვა მიმართულებით.

ფორუმზე თსა წარადგინა აკადემიის ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორმა ია ავალიანმა. მან შეხვედრები გამართა ევროპის, ამერიკის და აზიის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, შემდგომი თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მომზადების მიზნით. საუბარი ასევე შეეხო უნივერსიტეტებს შორის ბილატერალური ხელშეკრულებების გაფორმებას, Erasmus-ის ფარგლებში განსახორციელებელი მობილობების გაღრმავებას, ერთობლივი კონსორციუმების დაგეგმვას და სხვ.

გარდა ამისა, შეხვედრები მიეძღვნა სოციალურ პასუხისმგებლობას, ლიდერობას, განათლების სტრატეგიებსა და პოლიტიკას. ნაყოფიერი იყო სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობასთან დაკავშირებული პრაქტიკული სემინარები. ღონისძიების ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა განათლებასთან დაკავშირებული მარკეტინგის ინვესტორებთანაც.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა დიდად შეუწყობს ხელს თსა-ს ინტერნაციონალიზაციის შემდგომ ზრდას და განვითარებას.

EAIE 1989 წელს დაარსდა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის  ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს განათლების ექსპერტიზის, საგანმანათლებლო ორგანიზაციების ურთიერთობისა და საუნივერსიტეტო რესურსების მართვის ორგანიზებაში. აღნიშნულ გამოფენაზე ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყანა და 300-მდე ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01