საერთაშორისო სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები მრჩეველთა საბჭოში

საერთაშორისო სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები მრჩეველთა საბჭოში

🗓️ 2024-11-12

თუ გაქვთ სურვილი და ინტერესი ჩაერთოთ თსა-ს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებებით ინსტიტუციური პოლიტიკის, სტრატეგიული განვითარების ხედვის, სამოქმედო გეგმებისა და რეფორმების შემუშავებისა და ზედამხედველობის პროცესში, მაშინ ეს თქვენი შანსია.

თსა აცხადებს მრჩეველთა საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის. არჩევნების გზით შეირჩევა 2 საერთაშორისო სტუდენტი, მათ შორის, 1 - საბაზისო და 1 - კლინიკური საფეხურიდან. 

მრჩეველთა საბჭოს არჩევნებზე, კანდიდატურის წარმდგენი სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA) არ უნდა იყოს 3.0-ზე ნაკლები.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატები რეგისტრირდებიან შემდეგ ბმულზე - https://forms.gle/Es5e3CTxJnczNUcM7

ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კანდიდატურების რეგისტრაციის პერიოდი - 2024 წლის 12 - 26 ნოემბერი

  • მიღებული განაცხადების განხილვა/გადარჩევა საარჩევნო კომიტეტის მიერ - არაუგვიანეს 2024 წლის 29 ნოემბერი

  • წარმატებული ნომინანტების (კანდიდატურების) ვებგვერდზე გამოქვეყნება - არაუგვიანეს 2024 წლის 6 დეკემბერი

  • არჩევნების დღე - 2024 წლის 10 დეკემბერი

  • საბოლოო შედეგების გამოცხადება 2024 წლის 11 დეკემბერი

დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის, კრიტერიუმებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ იხილეთ ბმულ ფაილში.

გაითვალისწინეთ, რომ ფორმის შევსებისას, AI-ს გამოყენება, გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას.

მრჩეველთა საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნების დებულება

 

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07