თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!

თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!

🗓️ 2025-01-23

ცხადდება რეგისტრაცია თსა-სა და საქართველოს არითმიის სკოლის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სამდღიან ზამთრის სკოლაში, რომელიც ჩატარდება ბაკურიანში, 2025 წლის 1-3 მარტამდე. 

ზამთრის სკოლის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ საინტერესო ლექციებს და ვორქშოფებს, განიმტკიცოთ ცოდნა გადაუდებელი მდგომარეობების დროს ელექტროკარდიოგრამის სწორი და სწრაფი ინტერპრეტაციის საფუძვლების შესახებ.

საინტერესო და ინფორმატიულ სამეცნიერო პროგრამასთან ერთად, სტუდენტები ჩაერთვებიან სოციალურ საინფორმაციო კამპანიაში „პირველადი გადაუდებელი დახმარება გულის გაჩერების დროს“, რომელიც ჩატარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტ LIFESTRAND-ის ხელშეწყობით, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის ხარჯები სრულად იფარება თსა-ს მიერ და მოიცავს მგზავრობას, სასტუმროში განთავსებას და კვებას. 
 

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ თსა-ს მე-5 - მე-12 სემესტრის სტუდენტებს, რომელთა GPA აღემატება 2.5-ს. 

პროგრამის სამუშაო ენა - ინგლისური.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ შესაბამისი ფორმა  https://forms.gle/JcWTP4XAWUPyMoQs5 2025 წლის 5 თებერვლამდე და თან დაურთეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაგვიანებული აპლიკაციები არ განიხილება. 

დარეგისტრირებულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 8 თებერვალს, 16:00 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ზამთრის სკოლის ხელმძღვანელს, პროფესორ ია ავალიანს - i.avaliani@tma.edu.ge  
 

ბოლო სიახლეები


2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16