აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, თსა-ში ტრენინგების კვირეული ჩატარდა.
პირველი ტრენინგი რეფლექსიურ სესიას დაეთმო, რაც გულისხმობს პორტფოლიოს მენტორების ყოველსემესტრულ შეხვედრას. შეხვედრის მიზანი იყო პორტფოლიოში არსებული გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება. ტრენინგის ფარგლებში, მენტორებმა, მათთვის სპეციალურად შემუშავებული თვითანალიზის ფორმის მიხედვით მოახდინეს თვითშეფასება, თუ რამდენად კარგად იცნობენ პორტფოლიოს როლს თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში და რამდენად სწორად აძლევენ უკუკავშირს სტუდენტებს. შეხვედრის მონაწილენი ასევე გაეცნენ მენტორობის მიმართულებით გამოქვეყნებულ სხვადასხვა კვლევას. ნანუკა წიკლაურმა და მარიამ გუგუშვილმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს და დამსწრე აუდიტორიასთან ერთად განიხილეს ერთ-ერთი სტატია “How do mentors perceive and perform their role in a reflection-based mentoring programme for medical students?” (Ghent University, International Journal of Medical Education. 2024. October).
გამოცდილების გაზიარება - შეხვედრას ფიზიოლოგიის სასწავლო კურსის განმახორციელებლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გაიხსნა თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორის, გელა ბესელიას პრეზენტაციით "მეხსიერების ნეირობიოლოგიური მექანიზმები". დამსწრე აუდიტორიამ ასევე განიხილა საკითხი, რომ სასურველია მსგავსი შეხვედრების ხშირად ორგანიზება, სადაც გარკვეულ თემებს დარგის სპეციალისტები წარადგენენ.
ტრენინგების კვირეულის ფარგლებში, ერთი შეხვედრა დაეთმო ანატომიური მაგიდის - (Anatomage) შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. აღნიშნულ ტრენინგს დაესწრნენ ანატომიის სასწავლო კურსის განმახორციელებლები, რომელთა მიზანი იყო ანატომიური მაგიდის გამოყენების უნიკალური შესაძლებლობების გაცნობა და მათი სასწავლო პროცესში ჩართვა.
შეფასება სამედიცინო განათლებაში, როგორ შევქმნათ MCQ ტესტი - აღნიშნულ ტრენინგს უძღვებოდნენ საგამოცდო ცენტრის კოორდინატორები - ვახო დეისაძე და ჯიმი ბრეგვაძე. მათ ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს საერთაშორისო რეკომენდაციები და მათ საფუძველზე აკადემიაში შემუშავებული MCQ ტესტის შექმნის 10 წესი, რომლითაც სავალდებულოდ უნდა იხელმძღვანელონ თსა-ს ლექტორებმა.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
