ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ორგანიზებით თსა-ში ჩატარდა ტრენინგი ეფექტიანი სამეცნიერო ხელმძღვანელობის ძირითადი პრინციპები.
ტრენინგის პროგრამა შეიქმნა სადოქტორო პროგრამების ხარისხის ევროპული სისტემის (ORPHEUS) მიერ ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგზე. “სადოქტორო განათლების ხარისხი, სამეცნიერო ხელმძღვანელებისათვის ტრენინგის პროგრამების შექმნა" - ეს სწორედ იმ ტრენინგის დასახელებაა, რომელიც (29.09.-3.11.2024) ჩატარდა დუბროვნიკში (ხორვატია) და რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ თსა-ს დელეგატები.
ტრენინგის მიზანი იყო სამეცნიერო ხელმძღვანელების მხარდაჭერა, რათა მათ ხელი შეუწყონ სტუდენტებისა და მკვლევრების კარიერულ განვითარებას.
შეხვედრის ფარგლებში ინტერაქციულად, შესაბამისი შემთხვევების განხილვით იმსჯელეს სამეცნიერო ხელმძღვანელების უფლება-მოვალეობებზე, სამეცნიერო ეთიკის და კომუნიკაციის ძირითად გამოწვევებზე, სტუდენტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, განმავითარებელი უკუკავშირის ძირითად პრინციპებზე, სტუდენტისა თუ მკვლევრის სტრესისა და გადაღლის ნიშნებზე. ასევე, განიხილეს სამეცნიერო ხელმძღვანელის მხრიდან სტუდენტის / მკვლევრის ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერისა და პოზიტიური აკადემიური გარემოს შექმნის მნიშვნელობა და მიდგომები.
ზემოაღნიშნული თემები ტრენინგზე წარადგინეს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ზარნაძემ, სამედიცინო განათლების და კვლევის სპეციალისტმა დეა გოდერძიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა ლოლაძემ, თსა-ს სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი აქტივობების კოორდინატორმა საბა იორდანიშვილმა, ბიბლიოთეკარმა ლუბა პოღოსოვამ და სტუდენტთა საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა მარიამ მაჭავარიანმა.
ტრენინგს ესწრებოდნენ თსა-ს სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები, ვიცე რექტორი კვლევის მიმართულებით ეკატერინე კლდიაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ბესელია და თსა-ს პერსონალი.
საპილოტე ტრენინგის მონაწილეთაგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით მოხდება პროგრამის სრულყოფა და 2025 წლიდან რეგულარულად და სავალდებულოდ ჩატარდება ტრენინგები სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში მონაწილე პერსონალისთვის.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
