ახალი თანამშრომლობა

ახალი თანამშრომლობა

🗓️ 2025-03-19

თბილისის სამედიცინო აკადემიისა და Project IMG/IMG Unity Collective-ის თანამშრომლობით, თსა-ში დაარსდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს მიიღონ სამედიცინო განათლება, შექმნან საკუთარი კარიერა და თავად შექმნან საზოგადოებრივი მხარდაჭერის სერვისები. ეს ინიციატივა ეხმარება მომავალ ექიმებს განივითარონ კლინიკური უნარები, ლიდერული თვისებები და დაამყარონ საერთაშორისო კავშირები.

მოხარული ვარ, რომ Project IMG-თან პარტნიორობით შევძლებთ ჩვენს სტუდენტებს შევუქმნათ ახალ შესაძლებლობებს თსა-ს მესამე მისიის შესასრულებლად.  ჩვენი თანამშრომლობის მიზნები თანხვედრაშია თსა-ს მისიასთან, მოამზადოს საერთაშორისო და ადგილობრივი ჯანდაცვის პროფესიონალები, რომლებიც წვლილს შეიტანენ საზოგადოების განვითარებაში. თანამედროვე კვლევების თანახმად, ადამიანები ფსიქოლოგიურ სარგებელს იღებენ პროსოციალური ქმედებებიდან. ყველა იმ ქმედებიდან, რომელიც სხვისი დახმარებისკენ არის მიმართული. ამრიგად, ამ პარტნიორობის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები ასევე დადებითად იმოქმედებს სტუდენტების კეთილდღეობაზე და კიდევ უფრო გააძლიერებს თსა-ს” - აღნიშნა თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ.  

პროგრამა იძლევა ამერიკული სამედიცინო ლიცენზირებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს. ამასთან, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ დახმარება გაუწიონ სოციალურად მოწყვლად მოსახლეობას. პროგრამა თანხვედრაშია ორივე ინსტიტუციის მისიასთან და ხელს უწყობს ადვოკატირებას, სხვადასხვა კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სტუდენტსა და პაციენტზე ორიენტირებული სწავლების მხარდაჭერას და ასევე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. 

ამ პარტნიორობის საშუალებით, თსა-ს სტუდენტებს ექნებათ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე, საერთაშორისო კარიერულ შეთავაზებებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ ჩამოყალიბდნენ გამოცდილ და ემპათიურ სამედიცინო პროფესიონალებად.

“Project IMG-ის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ პროფესიონალი ექიმების ჩამოყალიბებას, რომლებიც ასევე გამოთქვამენ მზაობას ემსახურონ სოციალურად მოწყვლად მოსახლეობას და შეასრულონ ჯანდაცვის ადვოკატების როლი. ჩვენთვის პატივია ვითანამშრომლოთ თბილისის სამედიცინო აკადემიასთან. თსა არის პრესტიჟული საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომელიც ისწრაფვის შექმნას მაღალი აკადემიური სტანდარტები და მისი მიზანია ემსახუროს საზოგადოებას. ჩვენი თანამშრომლობა ფოკუსირებულია თსა-ს სტუდენტებს შევძინოთ უფრო მეტი გამოცდილება და გამოვუმუშაოთ ლიდერული უნარები, რაც ასე მნიშვნელოვანია გლობალური ცვლილებებისთვის. საზოგადოებრივი სამსახურისა და სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ თსა-სტუდენტებს გახდნენ არა მხოლოდ პროფესიონალი ექიმები, არამედ ჩამოყალიბდნენ ჯანდაცვის ადვოკატებად“ - აღნიშნა Project IMG-ის წარმომადგენელმა მაიკლ ჰერმოსამ.

 

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07