დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

🗓️ 2025-03-24

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, თსა-ს სტუდენტები ეწვივნენ წყნეთის დღის ცენტრს “განვითარების სივრცეს”. სტუდენტებმა სივრცის ბენეფიციარებთან ერთად სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, ერთად მოხატეს წინდები და სამახსოვრო განმავითარებელი საჩუქრებიც გადასცეს მოზარდებს.

განვითარების ცენტრში ვიზიტის ინიციატორები თსა-ს სტუდენტები არიან, რომლებიც ახორციელებენ პროექტს “Special Needs Support”, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებიც შეძლებენ საკუთარი ნიჭის გამოვლენას.         

“ეს არის შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ, გავაძლიეროთ ინკლუზიური გარემო და ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია თითოეული ადამიანი. საზოგადოების მხარდაჭერა და ჩართულობა ამ პროცესს კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის” - აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა თათა ტატალაშვილმა.

“Special Needs Support” - ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელმაც სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის ავტორები არიან თათა ტატალაშვილი, ელენე საჯაია, სესილი ლაზარია და ანა ჩიქოვანი. სტუდენტების მიზანია პროექტს ფარგლებში  გაავრცელონ ინფორმაცია საზოგადოებაში იმ პრობლემების შესახებ,  რასაც სპეციალური საჭიროებების მქონე პირები და მათი მშობლები განიცდიან საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ქალთა დღესთან დაკავშირებით, პროექტის ავტორების ორგანიზებით ასევე ჩატარდა საჯარო ლექცია თემებზე: “რეპროდუქციული ჯანმრთელობა შშმ პირებში” და “პაპილომა ვირუსის ვაქცინის მნიშვნელობა”. ლექციაზე მოხსენება გააკეთა თსა-ს ლექტორმა, მენ-გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგმა მარიამ გუგუშვილმა. 

ამ სტუდენტური ინიციატივის ფარგლებში ექვსი თვის მანძილზე დაგეგმილია რვა აქტივობა, რომლებიც მოიცავს როგორც სალექციო საათებს, ასევე ინტერაქციულ შეხვედრებს და არტ თერაპიებს.

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07