პირველადი გადაუდებელი დახმარების ვორქშოპი - რუსთავის მედიათეკა

პირველადი გადაუდებელი დახმარების ვორქშოპი - რუსთავის მედიათეკა

🗓️ 2025-03-28

გადაუდებელი დახმარების ვორქშოპს რუსთავის მედიათეკამ უმასპინძლა.

როგორ უნდა მოხდეს დაზარალებულის ადგილზე შეფასება, როგორ უნდა გაკეთდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია და ტრავმის მენეჯმენტი პრე-ჰოსპიტალურ დონეზე - ეს ის საკითხები იყო, რომელზეც ყურადღება გაამახვილეს თსა-ს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.

მედიათეკაში მოსულ მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდათ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიეღოთ და ადგილზე შეეძინათ პირველადი გადაუდებელი დახმარების საბაზისო უნარები.

ტრენინგზე დამსწრე აუდიტორიას შორის მრავლად იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, შესაბამისად, გარდა პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგისა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ თსა-ს სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, დაფინანსების თუ სხვადასხვა ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ.

ვორქშოპი Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „LIFESTRAND“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.

პროექტი „LIFESTRAND“, შეიქმნა, დაიგეგმა და ხორციელდება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07