„ახალგაზრდა ჯანდაცვის გმირები“ - ეს არის საგრანტო კვლევითი პროექტი, რომელიც თბილისის სამედიცინო აკადემიის მხარდაჭერით სტუდენტმა, ანანო ახობაძემ განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტები სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. სამ დღიანი პროექტის ფარგლებში, აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის გაეზიარებინათ ინფორმაცია ჯანდაცვის სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. კერძოდ: პაპილომა ვირუსი, ტუბერკულოზი, კოვიდ 19, როგორ მუშაობს ვაქცინები, რა სახის ვაქცინები არსებობს და როგორ გვიცავს იგი, ჰეპატიტი, მაკრონუტრიენტები, სწორი კვება, ძილი, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა, გენეტიკური და შეძენილი დაავადებები, დიაბეტი თავისი სახეობებით და სხვა.
პროექტის „ახალგაზრდა ჯანდაცვის გმირები“ მიზანია შეისწავლოს Peer Instruction - თანატოლთა სწავლის მოდელისა და ტრადიციული სწავლების მეთოდების ეფექტიანობის შედარება სასწავლო პროცესში.
კვლევა ჩატარდა ორ კლასში და საერთო ჯამში მასში მონაწილეობა დაახლოებით 35 მოსწავლემ მიიღო. სამი დღის განმავლობაში, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია როგორც აქტიური, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდით, ასევე, ტრადიციული მიდგომით.
სამდღიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, პროექტის ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებს წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
