ღია კარის დღე -  სადოქტორო პროგრამები

ღია კარის დღე - სადოქტორო პროგრამები

🗓️ 2025-11-13

თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს აპლიკანტების მიღებას სადოქტორო პროგრამებზე – „მედიცინის მეცნიერებები“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“.
გთავაზობთ შეხვედრას ჩვენს პროფესორებთან შემოთავაზებული სადოქტორო კვლევების განსახილველად. კერძოდ:

1. მეხსიერების გაუმჯობესება ტვინის ღრმა სტიმულაციით
შესაძლებელია თავის ტვინის ელექტრული სტიმულაციით მეხსიერების გაუმჯობესება?
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი გელა ბესელია
სადოქტორო პროგრამა: მედიცინის მეცნიერებები

2. როგორ ეხმარება რეფლექსიური პორტფოლიო სტუდენტს გახდეს უკეთესი ექიმი
სწავლა-სწავლების პროცესი მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას გულისხმობს? როგორ ხდება პროფესიული კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობა და როგორ ვაფასებთ მას?
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ზარნაძე
სადოქტორო პროგრამა: მედიცინის მეცნიერებები

3. პაციენტის უსაფრთხოება და ციფრული ჯანდაცვა
რას გულისხმობს ციფრული ჯანდაცვა? რა უნდა იცოდეს ამ მიმართულებით მომავალმა ექიმმა? როგორ აისახება ამ მიმართულებით კურიკულუმის განახლება პაციენტის უსაფრთხოებაზე?
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ეკატერინე კლდიაშვილი
სადოქტორო პროგრამა: მედიცინის მეცნიერებები

4. მულტიდისციპლინარული სამედიცინო გუნდი და პაციენტის უსაფრთხოება
ექიმის, ექთნის და ჯანდაცვის სხვა სპეციალისტების ერთობლივად განხორციელებული პროცესი პაციენტის უსაფრთხოების წინაპირობაა. როგორ განვავითაროთ ეს მოდელი? რა მიდგომებით?
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი ეკატერინე კლდიაშვილი
სადოქტორო პროგრამა: მედიცინის მეცნიერებები

5. B ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტების ქცევითი და კლინიკური თავისებურებები
რა ბარიერები აქვთ პაციენტებს მკურნალობის პროცესში? რა ეხმარებათ და რა აფერხებთ მათ?
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი კამკამიძე
სადოქტორო პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა

 

დაგაინტერესათ?
დარეგისტრირდით და შემოგვიერთდით ღია კარის დღეზე - https://tinyurl.com/3e3cadcc

როდის? სამშაბათს, 25 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე
სად? თბილისის სამედიცინო აკადემია, მე-2 სართულის საკონფერენციო დარბაზი.

ბოლო სიახლეები


CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ
თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ
🗓️ 2026-03-16
თსა-ს აკადემიური პერსონალის და მოწვეული პედაგოგების საყურადღებოდ
თსა-ს აკადემიური პერსონალის და მოწვეული პედაგოგების საყურადღებოდ
🗓️ 2026-03-16
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16