მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2025 (MEDIC 2025)

მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2025 (MEDIC 2025)

🗓️ 2025-12-02

მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2025 (MEDIC 2025)

25 – 27 ნოემბერს, თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2025 (MEDIC 2025)”. სამდღიანი კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. ღონისძიებას მინიჭებული ჰქონდა აკრედიტაცია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს მიერ (EACCME®).

კონფერენციის მიზანი იყო ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: თანამედროვე ექიმის ჩამოყალიბებისთვის განათლების ინოვაციური მიდგომებისა და კვლევის მნიშვნელობა, როგორ შეიძლება თანამონაწილეობდეს კვლევით პროცესში საზოგადოება, რა უპირატესობები და გამოწვევები აქვს ჯანდაცვაში და სამედიცინო განათლების მიზნებისთვის ინოვაციური მიდგომების და ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებას.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ:

  • პროფესორი ჟოზეტ დენეკენსი — ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი; თბილისის სამედიცინო აკადემიის საპატიო პროფესორი და მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის კოორდინატორი;
  • პროფესორი იანუშ იანჩუკოვიჩი — ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი; სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი;
  • პროფესორი იან კრიი — ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო პროფესორი პათოლოგიის მიმართულებით; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სიმსივნის კლასიფიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი;
  • პროფესორი ანდრეას კაუფმანი — შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • პროფესორი თომას შრედერი — ბრანდენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტისა და თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი;
  • პროფესორი მელიტა კოვაჩევიჩი — ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი; ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაციის სადოქტორო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე;
  • პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი — თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი;
  • დოქტორი მიშელ ბურბაჟი — ცინცინატის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • პროფესორი ეკატერინე კლდიაშვილი — თბილისის სამედიცინო აკადემიის ვიცე-რექტორი კვლევის მიმართულებით;
  • დოქტორი კახა ბრეგვაძე - თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი;
  • საბა იორდანიშვილი - თბილისის სამედიცინო აკადემიის ასისტენტი და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების კოორდინატორი.

სამდღიან კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ თსა-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების დოქტორანტები და მაგისტრანტები. მათ წარადგინეს პრეზენტაციები და მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ ვორქშოპებში.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეას კაუფმანს თსა-ს საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01