არითმიის ზამთრის სკოლა 2026

არითმიის ზამთრის სკოლა 2026

🗓️ 2026-03-05

თბილისის სამედიცინო აკადემიისა და არითმიის სკოლის თანაორგანიზებით, ბაკურიანმა წელსაც ტრადიციულად უმასპინძლა პროექტს - „არითმიის ზამთრის სკოლა 2026“.

არითმიის ზამთრის სკოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს მედიცინის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების ცოდნის ამაღლებას ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) და არითმიის მართვაში.

ზამთრის სკოლის ინიციატივა უკვე რამდენიმე წელს ითვლის, ბოლო ორი წელი კი ღონისძიება თბილისის სამედიცინო აკადემიის ინსტიტუციური პროექტის LIFESTRAND-ის ეგიდით ხორციელდება.

სამი დღის განმავლობაში მონაწილეები სიღრმისეულად მუშაობდნენ ეკგ-ს ინტერპრეტაციაზე, არითმიების ამოცნობასა და მართვაზე, ასევე გადაუდებელი დახმარებისა და ტრიაჟის პრაქტიკულ ალგორითმებზე. რეალურმა კლინიკურმა ქეისებმა, სიმულაციურმა გარემომ და გუნდურმა მუშაობამ პროგრამა განსაკუთრებით ინტერაქციული და შედეგზე ორიენტირებული გახადა.

დასკვნითი დღე დაეთმო კლინიკური ქეისების განხილვასა და Kahoot-ის კონკურსს, სადაც მონაწილე უნივერსიტეტებს შორის ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზზე თსა-ს სტუდენტებმა პირველი ადგილი დაიკავეს.

„არითმიის ზამთრის სკოლა“ არ არის მხოლოდ ტრენინგი, ეს არის სივრცე, სადაც თეორია პრაქტიკად იქცევა და მომავალი ექიმები სწავლობენ სწრაფი, ზუსტი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

ბოლო სიახლეები


მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო
🗓️ 2026-04-24
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07