მიღება - სარეზიდენტო პროგრამებზე

მიღება - სარეზიდენტო პროგრამებზე

🗓️ 2026-03-11

თსა აცხადებს აპლიკანტების მიღებას სადოქტორო პროგრამებზე - „მედიცინის მეცნიერებები“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ შემდეგი სადოქტორო კვლევების განსახორციელებლად:

• Public health impact of sepsis in Georgia (სამეცნიერო ხელმძღვანელი - გიორგი კამკამიძე, სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“)

• Regional peculiarities of effectiveness of hepatitis C elimination program in Georgia (სამეცნიერო ხელმძღვანელი - გიორგი კამკამიძე, სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“)

• Mucose Membrane Immunne Disregulation in Autoimmune Skin Diseases (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ირმა ბუჩუკური, სადოქტორო პროგრამა „მედიცინის მეცნიერებები“)

• The intersection of Helicobacter pylori and gastric cancer in Georgia: a multicenter observational study (სამეცნიერო ხელმძღვანელი - მარიამ აბულაძე, სადოქტორო პროგრამა „მედიცინის მეცნიერებები“)

• Evaluation of commercial Georgian phage preparations as a therapeutic strategy for surgical site infections (სამეცნიერო ხელმძღვანელი - მანანა ლოლაძე, სადოქტორო პროგრამა „მედიცინის მეცნიერებები“)

• Early integration of clinical reasoning, clinical skills and reflective practice in medical curriculum (სამეცნიერო ხელმძღვანელი - მაია ზარნაძე, სადოქტორო პროგრამა „მედიცინის მეცნიერებები“)

• Digital health competencies as a framework for medical education transformation (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ეკატერინე კლდიაშვილი, სადოქტორო პროგრამა „მედიცინის მეცნიერებები“)

• Digital health competencies framework for safe healthcare practice in medical education (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ეკატერინე კლდიაშვილი, სადოქტორო პროგრამა „მედიცინის მეცნიერებები“)

• Electronic patient-reported outcome measures for remote monitoring and modeling of quality of life in chronic diseases (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ეკატერინე კლდიაშვილი, სადოქტორო პროგრამა „მედიცინის მეცნიერებები“).

სადოქტორო პროგრამებზე სწავლება წარმოებს ინგლისურ ენაზე

სადოქტორო პროგრამებზე მიღების პროცესი სამეტაპიანია და გულისხმობს:

• აპლიკანტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენას

• აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შეფასებას კომისიის მიერ

• აპლიკანტის გასაუბრებას კომისიასთან.

სადოქტორო პროგრამაზე „მედიცინის მეცნიერებები“ სწავლის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის - დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაციის (MD) ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

• პირადობის მოწმობის ასლი;

• 2 ფოტოსურათი;

•  ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე;

• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს ან მაგისტრატურის ან მასთან გათანაბრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს.

• მედიცინის მეცნიერებების მიმართულებით გამოქვეყნებული ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

• შევსებული განაცხადი ინგლისურ ენაზე

სადოქტორო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ სწავლის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის - ბიოლოგიის / სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ვეტერინარიის, სტომატოლოგიის, მედიცინის, საექთნო საქმის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, პროფესიული უსაფრთხოების კვალიფიკაციის ფლობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

• პირადობის მოწმობის ასლი;

• 2 ფოტოსურათი;

• ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე;

• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს ან მაგისტრატურის ან მასთან გათანაბრებული ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს.

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით გამოქვეყნებული ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია

• შევსებული განაცხადი ინგლისურ ენაზე

საბუთების მიღება წარმოებს 2026 წლის 11 მარტიდან 18 მაისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე research@tma.edu.ge

სადოქტორო პროგრამებზე სწავლების და ასევე შემოთავაზებული სადოქტორო კვლევების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩატარდება ღია კარის დღეები.