საზაფხულო სტაჟირება - კლაიპედას უნივერსიტეტში

საზაფხულო სტაჟირება - კლაიპედას უნივერსიტეტში

🗓️ 2026-03-12

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია საზაფხულო კლინიკური სტაჟირების პროგრამაზე კლაიპედას უნივერსიტეტში (Klaipeda University), ლიეტუვა.

პროგრამის ხანგრძლივობა - 2 კვირა

სტაჟირება ხორციელდება თსა-ს ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით და ითვალისწინებს საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ თსა-ს მედიცინის და უცხოენოვანი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ III და მომდევნო სემესტრებში და რომელთა ბოლო სემესტრის GPA-ც აღემატება 2.0-ს.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 აპრილამდე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/KchfSKrc6tGpX7if8

დამატებითი კითხვებისთვის: international@tma.edu.ge