დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

🗓️ 2026-03-20

“ერთად მარტოობის წინააღმდეგ” - ეს არის დაუნის სინდრომის მსოფლიო ორგანიზაციის 2026 წლის მარტის კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინკლუზიურობის გაძლიერებასა და თანადგომის მნიშვნელობის ხაზგასმას.

თბილისის სამედიცინო აკადემია ტრადიციულად შეუერთდა კამპანიას და პარტნიორ ორგანიზაციას, სოციალურ საწარმო “ბაბალეს”  უმასპინძლა.

აკადემიაში მოეწყო დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ჭრელი წინდები, რომელსაც ორგანიზაცია „ბაბალე“ ქმნის, ორიგინალური და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. წინდები შექმნილია ქართველი მხატვრებისა და დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების კოლაბორაციით და სპეციალურად „ბაბალესთვის” შექმნილ უნიკალურ პროდუქციას წარმოადგენს.

თსა, როგორც საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, მუდმივად ჩართულია მსგავსი კამპანიების განხორციელებაში. აკადემია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინკლუზიური გარემოს შექმნას და ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას. მსგავსი კამპანიების განხორციელებით, თსა ცდილობს აამაღლოს ცნობიერება საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და ხელი შეუწყოს მათ მიმართ არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების მსხვრევას.

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01