ღია კარის დღეები გრძელდება

ღია კარის დღეები გრძელდება

🗓️ 2021-04-06

ძვირფასო აბიტურიენტებო, თსა კვლავ გიწვევთ ღია კარის დღეებზე!
ღია კარის დღეებს დაემატა კიდევ 3 დღე. 15 აპრილი, 16:00 საათი და 17:00 საათი;
16 აპრილი 17:00 საათი;
17 აპრილი 12:00 საათი და 14:00 საათი.

12 და 13 აპრილის ღონისძიებები სრულად დაჯავშნილია. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ - დარეგისტრირდით დამატებით შემოთავაზებულ დღეებზე. გთხოვთ, რეგისტრაციისას მიუთითეთ სასურველი დღე და საათი. ღია კარის დღეზე დასასწრებად რეგისტრაცია შესაძლებელია 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
გთხოვთ, რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე და საათი www.shorturl.at/axFG0
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

აქვე შეგახსენებთ, რომ ღია კარის დღეებზე მოსულ მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სიმულაციურ ტრენინგში "ერთი დღე კლინიკაში“ და სრულიად უსაფრთხო გარემოში სამედიცინო სიმულატორებსა და მულაჟებზე შეასრულოთ სამედიცინო პროცედურები. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეასრულოთ შემდეგი ტიპის პროცედურები:
1 - პირველადი რეანიმაციული ღონისძიებები - გულის არაპირდაპირი მასაჟი, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, დეფიბრილაცია;
2 -ინტრავენური მიდგომები - პერიფერიულ ვენაში კათეტერის ჩადგმა, სისხლის ნიმუშის აღება, ვენაში პრეპარატის შეყვანა;
3 - ჭრილობის პირველადი დამუშავება და გაკერვა;
4 - ენდოტრაქეული ინტუბაცია - სასუნთქი მილის მოთავსება ტრაქეაში ლარინგოსკოპის გამოყენებით;
თითოეული ტიპის პროცედურისთვის გამოყოფილი იქნება 15 წუთი, მეგზურობას და მენტორობას კი თსა-ს სტუდენტები გაგიწევენ. თქვენ ასევე მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას აკადემიის სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიების შესახებ.

გახსოვდეთ, რომ მედიცინა იწყება აქ!

ბოლო სიახლეები


თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
 კონკურსი  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
 თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+  საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01