სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების რიგით მესამე კონკურსი გამოცხადდა.
პროექტი უნდა შეესაბამებოდეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთს (SDGs) (https://sdgs.un.org/goals), და/ან უნდა ეხმიანებოდეს თსა-ს სტრატეგიული განვითარების გეგმაში გაწერილ სფეროებს:
(1) საზოგადოებრივი ჩართულობა
(2) ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის საკითხებზე და ადვოკატირება
(3) გარემო და პლანეტური ჯანმრთელობა.
(სოციალური და კულტურული მიმართულებით საგრანტო
წინადადებაში განსაზღვრულმა მოსალოდნელმა შედეგებმა უნდა წარმოაჩინოს
გარკვეული სამეცნიერო ან/და პრაქტიკული მნიშვნელობა. შესაბამისად,
პროექტის გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული მონაცემთა შეგროვებისა და
ანალიზის შესაბამისი მეთოდები, რომელთა შედეგებიც აისახება როგორც
შუალედურ, ისე საბოლოო ანგარიშში.)
საგრანტო პროექტის წარდგენის ვადაა: 30 აპრილი, 2026
წარმდგენი: თსა-ს სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს თსა-ს ყველა აქტიურ სტატუსის მქონე სტუდენტს. პროექტის განმახორციელებელი გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წევრისგან. გუნდს სავალდებულოდ უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი (სტუდენტი), ხოლო დანარჩენი როლები და 6 პასუხისმგებლობები უნდა გადანაწილდეს გუნდის წევრებს შორის პროექტის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად.
მისასალმებელია თსა-ს აკადემიურ ან მოწვეული პერსონალის მრჩევლის როლში ჩართვა პროექტებში. ეს ხელს შეუწყობს თსა-ს კულტურის განვითარებას და გააძლიერებს აკადემიის ერთობას.
პროექტების ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 6 თვე. პროექტების განხორციელების პროცესში, განმცხადებლები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ პროგრესის ამსახველი შუალედური და საბოლოო ანგარიშები პროექტების ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
ბიუჯეტი: თითიოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
ბიუჯეტი არ ითვალისწინებს სახელფასო ჰონორარს. გამარჯვებული პროექტის ავტორებთან გაფორმდება ხელშეკრულება.
საგრანტო წინადადებები მიიღება არა უგვიანეს 2026 წლის 30 აპრილი, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: studentgrants@tma.edu.ge. გამოგზავნილი წერილის სათაურში (subject line) მითითებული უნდა იყოს „Competition for Social and Cultural Student projects“.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: studentgrants@tma.edu.ge
განაცხადის ფორმა იხილეთ ბმული ფაილის სახით.
ბოლო სიახლეები
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16
თსა-ს აკადემიური პერსონალის და მოწვეული პედაგოგების საყურადღებოდ
🗓️ 2026-03-16
თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ
🗓️ 2026-03-16
საზაფხულო სტაჟირება - კლაიპედას უნივერსიტეტში
🗓️ 2026-03-12
საზაფხულო სტაჟირება - ბიალისტოკის სამედიცინო უნივერსიტეტში
🗓️ 2026-03-12
საზაფხულო სტაჟირება - ტულუზას უნივერსიტეტში
🗓️ 2026-03-12
