თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო

თსა-ში ქართული ჟესტური ენის სწავლება დაიწყო

🗓️ 2026-04-24

მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ექიმსა და პაციენტს შორის სწორი კომუნიკაციაა. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება თბილისის სამედიცინო აკადემიის მისია, რომელიც ხელს უწყობს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, აკადემიამ საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით ჟესტური ენის არჩევითი კურსი შექმნა, 2026 წლის გაზაფხულის სემესტრიდან საგანმანათლებლო პროგრამას დაემატა.  

თბილისის სამედიცინო აკადემია საქართველოში, ამ ეტაპზე, პირველი სამედიცინო უნივერსიტეტია, რომელმაც ჟესტური ენა კურიკულუმში ოფიციალურად შეიტანა. ეს ინიციატივა სტუდენტებისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მომავალ პროფესიულ საქმიანობაში უზრუნველყონ ინკლუზიური და ხელმისაწვდომი კომუნიკაცია. პროგრამა განკუთვნილია მერვე, მეცხრე და მეათე სემესტრის სტუდენტებისთვის და მათმა უმრავლესობამ ეს არჩევითი კურსი გაიარა. კურსის პირველი ეტაპი სტუდენტების ნაწილმა უკვე დაასრულა. 

პირველი ნაკადის საგამოცდო პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტი ამირან ბატატუნაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს მომავალი ექიმებისთვის ჟესტური ენის ცოდნის მნიშვნელობაზე.

„ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაცია მათთვის ხშირად რთულია. მთავარი მიზეზი ენობრივი ბარიერია. ხშირად პაციენტებს სჭირდებათ პირადი და კონფიდენციალური საუბარი ექიმთან, თუმცა ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ აქვთ. თარჯიმნის ჩართულობის მიუხედავად, ინფორმაცია ხშირად სრულად და ზუსტად ვერ გადაეცემა, ხოლო დამატებითი კითხვების დასმის სივრცე შეზღუდულია. ყრუ პაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექიმთან კომუნიკაცია იყოს უშუალო და სრულად კონფიდენციალური. აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი სხვა პაციენტების მსგავსად თანაბარ პირობებში მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას“ - საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტი, ამირან ბატატუნაშვილი.

2025 წელს, თბილისის სამედიცინო აკადემიასა და საქართველოს ყრუთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის მიზანია ჟესტური ენის პოპულარიზაცია, სწავლების შესაძლებლობების განვითარება და სმენადაქვეითებულ საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა. 

„საქართველოს ყრუთა კავშირსა და სამედიცინო აკადემიას შორის დაწყებული თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. სტუდენტების უმრავლესობამ ჩვენ მიერ შეთავაზებული საგანი - ქართული ჟესტური ენა აირჩია. ეს ნიშნავს, რომ აკადემიის კურსდამთავრებულები შეძლებენ თავისუფლად გაესაუბრონ სმენის შეზღუდვის მქონე პაციენტებს” - ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მაია მეტონიძე.

ჟესტური ენის სწავლების დანერგვის თანაორგანიზატორი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტური ასოციაციაა (GSAPH), რომელსაც ხელმძღვანელობენ აკადემიის კურსდამთავრებული და სტუდენტები. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც აკადემიასთან, ასევე საქართველოს ყრუთა კავშირთან, და ერთობლივად ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ინკლუზიურობის გაძლიერებას ემსახურება.



ბოლო სიახლეები


ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი თსა-ს საგანმანმათლებლო გარემოს გაეცნო
🗓️ 2026-04-22
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
თსა-მ კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
🗓️ 2026-04-22
TMA x Akkon Uni. Research
TMA x Akkon Uni. Research
🗓️ 2026-04-22
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-20
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-15
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა -  სადოქტორო პროგრამა
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან
🗓️ 2026-04-01
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30