თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა „კვლევის დღე“ (Research Day), რომელიც მიეძღვნა აკადემიაში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის, უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგების გაზიარებას.
ღონისძიების მიზანი იყო კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და აკადემიაში კვლევის კულტურის განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრამ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ერთმანეთის მიმდინარე კვლევებს, ემსჯელათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და განეხილათ ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.
კვლევის დღე მოიცავდა შემდეგ თემებს:
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში;
- ბაქტერიოფაგების ლიპოსომური ენკაფსულაცია და მიწოდება;
- კიბოს ბიომარკერების კვლევა;
- ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით სწავლება პრეკლინიკური სამედიცინო განათლების ეტაპზე;
- თბილისის სამედიცინო აკადემიის მიმდინარე Erasmus+ პროექტები.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიაში კვლევითი გარემოს გაძლიერებაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაში, ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების ჩამოყალიბებასა და აკადემიის კვლევითი პოტენციალის შემდგომ განვითარებაში.
ბოლო სიახლეები
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
