თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა

თსა-მ პარტნიორებთან ერთად თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი კვლევითი შედეგები წარმოადგინა

🗓️ 2026-07-16

გლობალური გამოწვევის გააზრება ადგილობრივი პერსპექტივიდან

თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) პარტნიორებთან ერთად შეხვედრას უმასპინძლა, რომლის დროსაც განიხილეს კვლევის - „თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება” შედეგები. ღონისძიებაზე შეიკრიბნენ აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები. მათ კვლევის ავტორებთან ერთად განიხილეს საზოგადოების აღქმა, ქცევა და თბილისში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული შესაძლო საპასუხო ღონისძიები.

კვლევა განხორციელდა თსა-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის, ასევე ბერლინის აკონის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Akkon University of Applied Sciences) სტუდენტების და კოლეგების თანამშრომლობით, თსა-სა და Akkon/IRIA-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. 

უშუალოდ კვლევა განახორციელეს სილვია ზანეტიმ, მანიჟა ხაკიმოვამ (Akkon University) ნანა ყაჭიურმა და მარიამ ქევხიშვილმა (თსა), Engagement Global-ის ASA პროგრამის ფარგლებში.

კვლევა თბილისის სამედიცინო აკადემიის ინსტიტუციური კულტურის განვითარების თანახელმძღვანელის მარიამ მაღლაკელიძის აკადემიური ხელმძღვანელობით ჩატარდა. კვლევის მიზანი გახლდათ არსებული საინფორმაციო დეფიციტის შევსება: მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, გაცილებით ნაკლებია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება დაბინძურებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს და როგორ ახდენს ეს აღქმა გავლენას მათ ცნობიერებაზე, დამოკიდებულებებსა და ქცევაზე. კვლევის შედეგების პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა.

შეხვედრის გახსნისას მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გლობალურ გამოწვევად; ის ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს ისეთი დამაბინძურებლების ზემოქმედების შედეგად, როგორიცაა მყარი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი, ოზონი, ნახშირბადის მონოქსიდი და გოგირდის დიოქსიდი.

საქართველოსთვის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ეროვნულ პრიორიტეტად რჩება; მიმდინარე ძალისხმევა მიმართულია მონიტორინგის სისტემების გაძლიერების, ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასებისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად გამონაბოლქვის რეგულირების გაუმჯობესებისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს მონიტორინგი და პოლიტიკის შესაბამისი ზომები უმნიშვნელოვანესია, კვლევამ ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ კრიტიკულ ასპექტზე: როგორ აღიქვამს თავად მოსახლეობა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ რისკებს და იქცევა თუ არა ცნობიერება დამცავ ქცევად.

2025 წლის ოქტომბერში თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ცოდნის დონე, რისკის აღქმა და დამცავი პრაქტიკები. კვლევითმა ჯგუფმა მონაწილეთა მოზიდვის მრავალფეროვანი მიდგომა გამოიყენა და პროცესში ჩართო ქალაქის სხვადასხვა უბნის მცხოვრებლები, მათ შორის ის პირებიც, რომლებთან წვდომაც ჯანდაცვის დაწესებულებების (მაგალითად, „ჩაფიძის კლინიკისა“ და „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“) მეშვეობით მოხერხდა.

შეხვედრაზე წარმოდგენილ ერთ-ერთ მთავარ მიგნებას წარმოადგენდა შეუსაბამობა ჰაერის დაბინძურების შესახებ ცნობიერებასა და ინდივიდუალურ ქმედებებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცხოვრები ჰაერის დაბინძურებას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს, მხოლოდ ცნობიერების არსებობა ყოველთვის არ იწვევს ქცევის ცვლილებას.

მკვლევრებმა გამოავლინეს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს ამ შეუსაბამობაზე; მათ შორისაა: ჰაერის დაბინძურების შესახებ საჯარო განხილვების სიმცირე, სუფთა ჰაერის უზრუნველყოფის თვალსაჩინო ინიციატივების ნაკლებობა და მოსაზრება, რომ ინდივიდუალურ ქმედებებს შეზღუდული გავლენა აქვს. აღნიშნული მიგნებები მიუთითებს, რომ ეფექტიანი რეაგირებისთვის მხოლოდ საინფორმაციო კამპანიები საკმარისი არ არის; საჭიროა ხელშემწყობი სოციალური გარემო, პრაქტიკული რეკომენდაციები და საზოგადოების თანამონაწილეობის გაძლიერება.

კვლევამ ასევე გამოავლინა საზოგადოების მზაობა, მხარი დაუჭიროს უფრო ფართომასშტაბიან ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა 68%-მა გამოთქვა მზაობა, გადაეხადა უფრო მაღალი გადასახადები, თუ ეს ხელს შეუწყობდა ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი მოქალაქე შესაძლოა მხარს უჭერდეს კოლექტიურ გადაწყვეტილებებსა და ისეთ ზომებს, რომლის მიზნებიც ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა.

კვლევის შედეგების პრაქტიკაში დანერგვა

პრეზენტაციის ფარგლებში გამართული დისკუსია ფოკუსირებული იყო კვლევის შედეგების პრაქტიკულ რეკომენდაციებად გარდაქმნაზეც. შედეგად მომზადებულმა პოლიტიკის დოკუმენტმა (policy brief) ოთხი პრიორიტეტული მიმართულება გამოკვეთა:

  • საზოგადოებასთან კომუნიკაცია: მიზნობრივი და სანდო საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება ისეთი არხების გამოყენებით, როგორიცაა სოციალური მედია და ტელევიზია;
  • ქცევითი მხარდაჭერა: ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის - ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემების რეალურ დროში გაზიარება;
  • რეგულაციური ზომები: გარემოს დაცვის სფეროში არსებული რეგულაციების აღსრულებისა და დაცვის მექანიზმების გაძლიერება;
  • ჯანდაცვის სისტემასთან ინტეგრაცია: გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო გამოცდილება „აკონის უნივერსიტეტისა“ (Akkon University) და „საერთაშორისო დახმარების კვლევის ინსტიტუტის“ (Institute for Research in International Assistance) მხრიდან; მომხსენებლებმა განიხილეს გერმანიის გამოცდილება ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის კუთხით, ასევე - ახალი მონაცემები ჰაერის ხარისხსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირის შესახებ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს ოფისების წარმომადგენლებმა გააზიარეს მოსაზრებები ქცევითი მიდგომების, გარემოსდაცვითი ინიციატივებისა და ჰაერის ხარისხისა და მდგრადობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

ეს კვლევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისში გარემოსდაცვით რისკებს, საზოგადოებრივ აღქმასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ქცევებს შორის არსებული კავშირის გააზრებაში.

ბოლო სიახლეები


უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით
🗓️ 2026-07-14
კვლევის დღე
კვლევის დღე
🗓️ 2026-07-14
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
ახალი თანამშრომლობა - ტურინის უნივერსიტეტი (იტალია)
🗓️ 2026-07-08
 თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
თსა-ს პროფესორმა ელენე ასანიძემ სამი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა
🗓️ 2026-07-03
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
LIFESTRAND: საზოგადოების მედეგობის გაძლიერება გადაუდებელი დახმარების ტრენინგებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით
🗓️ 2026-07-03
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026  კვირეულზე
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15