კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”

კლასტერული ღონისძიება “Building Resilient Minds for a Digital Future”

🗓️ 2026-05-14

13 მაისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ონლაინ კლასტერულ ღონისძიებაში „Building Resilient Minds for a Digital Future“, რომელიც სამი Erasmus+ პროექტის - BURN, Digi-CHange და UkraineDigiTrans - პრეზენტაციას ისახავდა მიზნად.

ღონისძიების ფარგლებში განიხილა უმაღლეს განათლებაში მდგრადობის, ადაპტაციის უნარისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხები. Digi-CHange პროექტი ღონისძიებაზე პროფესორმა ეკატერინა კლდიაშვილმა წარადგინა. მის პრეზენტაციაში „While Algorithms Learn, Human Thinking Still Matters“ წარმოდგენილი იყო Digi-CHange-ის ხედვა ჯანდაცვის განათლების ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ და ხაზგასმული იყო, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა, ციფრულმა ინსტრუმენტებმა, სიმულაციებმა და მონაცემებზე დაფუძნებულმა სწავლებამ უნდა გააძლიეროს და არა ჩაანაცვლოს ადამიანის აზროვნება, პროფესიული განსჯა, გუნდური მუშაობა და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვა.

პროფესორმა კლდიაშვილმა აღნიშნა - პროექტი Digi-CHange ხელს უწყობს სამედიცინო და საექთნო განათლების ციფრულ ტრანსფორმაციას კურიკულუმის რეფორმის, Digi-CHange ლაბორატორიების ჩამოყალიბების, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სიმულაციების, ციფრული ჯანმრთელობის კომპეტენციების შეფასების ინსტრუმენტებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების განხორციელებით.

პრეზენტაციის მთავარი გზავნილი იყო - ჯანდაცვის მომავალ პროფესიონალებს უნდა შეეძლოთ ციფრული ინსტრუმენტების პასუხისმგებლობით გამოყენება და ასევე მიღებული შედეგების კრიტიკული ინტერპრეტაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო BURN და UkraineDigiTrans პროექტები და ჩატარდა პანელური დისკუსია უკრაინისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესების ცვლილების შესახებ.

ბოლო სიახლეები


პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი ბაქტერიოფაგების როლზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეპოქაში
🗓️ 2026-06-01
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
თსა-ს ვიცე რექტორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს
🗓️ 2026-06-01
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
სოციალური პროექტი - ვხედავ, ვმოქმედებ, ვეხმარები
🗓️ 2026-05-31
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
სტუდენტური აკადემიის არჩევნები 2026
🗓️ 2026-05-22
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
თსა-ს „LIFESTRAND“- ის გუნდის მორიგი ტრეინინგი GEHRA-ს კონგრესზე
🗓️ 2026-05-14
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
საერთაშორისო კონგრესი GAACI meets WAO 2026
🗓️ 2026-05-08
ღია კარის დღეები გრძელდება
ღია კარის დღეები გრძელდება
🗓️ 2026-05-07
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში
🗓️ 2026-05-05
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
მოხსენება ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე
🗓️ 2026-04-27
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
Horizon Europe - საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-04-27