ORPHEUS-ის (Organisation for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System) გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ვიცე რექტორი კვლევის მიმართულებით, პროფესორი ეკატერინე კლდიაშვილი ORPHEUS-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. არჩევნები ORPHEUS 2026-ის ყოველწლიური კონფერენციისა და გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 26-28 მაისს, უნგრეთში ზემელვაისის უნივერსიტეტში ჩატარდა.
პროფესორმა კლდიაშვილმა, კომიტეტის წევრობის დანარჩენ კანდიდატებთან ერთად, გენერალურ ასამბლეას წარუდგინა პრეზენტაცია: „Doctoral Research Trust and Visibility: A Proposed Framework to Support ORPHEUS’s Mission“. მისი კონცეფციის მიზანია ისეთი პრაქტიკული მიდგომის განვითარება, რომელიც სადოქტორო კვლევის ხარისხის ხილვადობას, შეფასებას და სანდოობას უზრუნველყოფს.
კონცეფციის ძირითადი ასპექტები:
·სამეცნიერო ხელმძღვანელობის და ობიექტური შეფასების მიდგომების
განვითარების აუცილებლობა
·ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების, კვლევის და აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების, ღია მეცნიერების პრინციპების და კვლევის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხაზგასმა
აღსანიშნავია, რომ ასამბლეისთვის წარდგენილი ხედვის ინოვაციურობას და მნიშვნელობას განსაზღვრავს შემდეგი მიდგომა: სადოქტორო კვლევის ხარისხი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მიღწეული სამეცნიერო შედეგებით, არამედ უშუალოდ იმ პროცესით და სტანდარტებით, რომელთა მეშვეობითაც ეს შედეგები მიიღწევა.
კონფერენციის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში ეკატერინე კლდიაშვილმა ასევე წარადგინა მოხსენება თემაზე: „სამეცნიერო ხელმძღვანელობა, როგორც სადოქტორო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. მოხსენება მომზადებულია თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებულ პროფესორის მაია ზარნაძისა და ანა მამისეიშვილის თანაავტორობით.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ხელმძღვანელობის მნიშვნელობა როგორც სადოქტორო კვლევის შედეგების ობიექტური შეფასებისთვის, ისე დოქტორანტის დამოუკიდებელ მკვლევრად ჩამოყალიბებისა და კვლევის პროცესის აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით განხორციელებისთვის. პრეზენტაციაში განსაკუთრებული ხაზი გაესვა ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების და საზოგადოებისთვის კვლევის მნიშვნელობის საკითხებს.
რა არის ORPHEUS?
ORPHEUS არის ევროპული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტებსა და სამედიცინო-ბიომედიცინის მიმართულების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობენ სადოქტორო განათლებისა და კვლევის ხარისხის განვითარების მიმართულებით. ორგანიზაცია განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტებს, ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და აძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას სადოქტორო განათლების სფეროში.
შესაბამისად, ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებით თსა-ს ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ევროპული სადოქტორო განათლების პოლიტიკისა და სტანდარტების ფორმირებაში; გაზარდოს ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის ხილვადობა ევროპულ აკადემიურ სისტემაში. ამასთან, შეიქმნება ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო პარტიორობისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განვითარებისთვის და საქართველოში სადოქტორო განათლების ხარისხის შემდგომი გაძლიერებისთვის.
ბოლო სიახლეები
თსა-ს სოციალური ინიციატივები - ივნისი
🗓️ 2026-06-15
თბილისის სამედიცინო აკადემიამ მალაგას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
🗓️ 2026-06-15
TMA-ში სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რეცენზირებული პუბლიკაციის მეშვეობით
🗓️ 2026-06-15
ITC2026 რეგიონში საერთაშორისო დერმატოლოგიური განათლების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
🗓️ 2026-06-15
თსა საერთაშორისო Staff MUST 2026 კვირეულზე
🗓️ 2026-06-15
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
🗓️ 2026-06-15
თსა-ს ფოტოპროექტის „სოფლის ექიმის ექვსი დღე“ შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში - “Together: Stories of Collective Impact”
🗓️ 2026-06-15
ადმინისტრაციული მობილობა თურქეთში
🗓️ 2026-06-10
Erasmus+ საერთაშორისო კავშირების გაძლიერება
🗓️ 2026-06-09
